რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კუნძულ ზმეინთან ახლოს რუსული სამხედრო გემი იწვის – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ცნობით, ზმეინის კუნძულთან ახლოს რუსული სამხედრო გემი იწვის. მათივე ინფორმაციით, გემზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

Dumskaya-ს ცნობით,  გემს ხოლმალდსაწინააღმდეგო ნეპტუნის ტიპის რაკეტა მოხვდა. ოდესური გამოცემა ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო გემის დასახმარებლად ოკუპირებული ყირიმიდან სამაშველო გემები უკვე დაიძრნენ და შავი ზღვის ამ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო თვითმფრინავებიც დაფრინავენ.

კომენტარები