მიხეილ სააკაშვილი

დეგნანი სააკაშვილზე: მოვუწოდებთ მთავრობას, ომბუდსმენის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ ის მოინახულონ კვალიფიციურმა ექიმებმა და შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარონ. ჩვენ სრული ნდობა გვაქვს სახალხო დამცველის ოფისის მიმართ - თუ როგორ შეამოწმეს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობა.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციები ძალიან სერიოზულად. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი ორგანო რომ სახალხო დამცველი ძალიან კარგად ასრულებსსამუშაოს. ჩვენ სრული ნდობა გვაქვს მისი ჯგუფის რეკომენდაციების მიმართ.

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. ომბუდსმენის კონსილიუმმა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნა 27 აპრილს გამოაქვეყნა - მათი ინფორმაციით, "სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს და ორგანიზმი საკუთარ თავს ინელებს". 

კომენტარები