ავტოსაგზაო შემთხვევა

2022 წლის I კვარტალში საქართველოში ავტოავარიისას 99 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 ქვეითი

Interpessnews

2022 წლის I კვარტალში საქართველოში სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) 1 121 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. აქედან 99 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 583 - დაშავდა.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ სამ თვეში 208 ავტოავარია მოხდა ისე, რომ ქვეითს დაეჯახნენ. დაიღუპა 24 და დაშავდა 299 ქვეითად მოსიარულე.

კომენტარები