რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე: მოსკოვში პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოვთქვი, პასუხი ჯერ არ მიმიღია

პაპი ფრანცისკე

რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, მან მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

პაპ ფრენცისკეს თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ მან ვატიკანის უმაღლეს დიპლომატს სთხოვა, პუტინისთვის მესიჯი გაეგზავნა. ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

"გზავნილი იყო, რომ მოსკოვში წასვლის სურვილი მქონდა. რა თქმა უნდა, საჭირო იყო, რომ კრემლის ლიდერს გაეცა ნებართვა. პასუხი ჯერ არ მიგვიღია და ახლაც დაჟინებით ვითხოვთ". - ამბობს პაპი ფრანცისკე.

მისივე თქმით, პუტინს არ სურს ამ შეხვედრის გამართვა.

"მაგრამ როგორ არ შეაჩერო ამდენი სისასტიკე?" - ამბობს რომის პაპი.

პაპმა ფრანცისკემ იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში, ასევე თქვა რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი, რომელმაც ომს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა - "ვერ გახდება პუტინის საკურთხევლის ბიჭი".

კომენტარები