რუსეთი

რუსეთში, პერმის დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა, ემსხვერპლა ორი თანამშრომელი

აფეთქება პერმში
Ukrainska Pravda

რუსეთის ქალაქ პერმში, რომელიც ურალის მთების მახლობლად მდებარეობს, დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზათ ქარხანაში რუსულ მედიაში ქარხანაში გაჩენილ ხანძარს ასახელებენ. 

ინტერფაქსის ინფორმაციით, 1 მაისს, ადგილობრივი დროით 20:00-ზე ქარხანაში პროდუქციას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა სამი თანამშრომელი, რომელთაგან ერთი შემთხვევის ადგილზე მოკვდა, ორი კი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც კიდევ ერთი მათგანი მოკვდა. 

რუსეთში ჯერჯერობით ცდილობენ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას. 

როგორც უკრაინულ მედიაში იუწყებიან, ქარხნის ვებგვერდზე წერია, რომ აქ მზადდებოდა გრადისა და სმერჩის ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტები, ასევე ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტების ძრავები. 

ბოლო ხანებში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ხანძრების შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. აქამდე, ზოგიერთ ხანძარში ბრალი უკრაინის მხარესაც კი დასდეს.

უკრაინის მხარე ძველ ბრალდებებს აპრილის დასაწყისში გამოეხმაურა.  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრე მოტუზიანიკის თქმით, უკრაინა რუსეთში მომხდარ ყველა კატასტროფაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება.

კომენტარები