ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია სანქციებზე და ვინარჩუნებთ გარკვეულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობებს. მე ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ომში მყოფი უკრაინაც ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ეს არის გაზი. გაზის 80%-ის რეექსპორტი ევროკავშირში ხდება სწორედ უკრაინის მიერ. ანუ, უკრაინასაც კი აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, რეიმპორტს ახდენს ამ გაზის პოლონეთიდან და უნგრეთიდან. ანუ, ჩვეულებრივად უკრაინას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ეს დღევანდელი ფაქტობრივი მოცემულობაა. არავის არ უთქვამს, რომ უკრაინის ეს გადაწყვეტილება არის ან არალეგიტიმური, ან ამორალური. პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს ნებისმიერი სახელმწიფო, უკრაინამაც მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება – აწვდის თავისი გავლით გაზს ევროკავშირის ქვეყნებს, თვითონაც იბრუნებს ორი ქვეყნიდან ამ გაზს, აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის ჩვეულებრივი პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი საფრთხეებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე ვიღებთ შესაბამის პრაგმატულ გადაწყვეტილებებს.
რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი
კობახიძე: დღეს ომში მყოფი უკრაინაც ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან
tbl.ge/5zk3
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე
- შვეიცარიის საპარლამენტო კომიტეტმა უკრაინის 5 მილიარდი ფრანკით დახმარების გეგმა დაამტკიცა
- El Pais: ესპანეთი უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის
- Reuters: აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის მაღალი სიზუსტის რაკეტები საიდუმლოდ მიაწოდა
- ბაიდენმა უკრაინის დახმარების კანონს ხელი მოაწერა და ახალი პაკეტი გამოყო
- რუსეთის ხუთ რეგიონს დრონებით თავს დაესხნენ