რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UNIAN: იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა

ვალერი გერასიმოვი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა. 

UNIAN-ს ცნობით, ამის შესახებ სამხედრო ჟურნალისტმა და ბლოგერმა ალექსანდრე შულმანმა დაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, 66 წლის გერასიმოვი მარცხენა ფეხშია დაჭრილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მედიის ცნობით, რუსეთის არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები ისხდნენ სამეთაურო პუნქტში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 20 ოფიცერი.

ტელეგრამის არხი ვერტიკალი იუწყება, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი ცდილობს დატოვოს იზიუმი, სადაც ოკუპანტებს დიდი ზარალი მიადგათ. 

 

კომენტარები