პორნოგრაფია

ბრიტანელმა დეპუტატმა აღიარა, რომ თემთა პალატაში პორნოს 2-ჯერ უყურა და თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის დეპუტატმა, ნეილ პერიშმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ თემთა პალატაში პორნოგრაფიას ორჯერ უყურა. მისი თქმით, ის ერთხელ პორნო საიტზე შემთხვევით, ტრაქტორების ძებნისას, მეორედ კი საკუთარი ნებით მოხვდა. 

"სასაცილოა, რომ თავიდან ტრაქტორებს ვათვალიერებდი. შემდეგ შევედი სხვა ვებსაიტზე, რომელსაც მსგავსი სახელი ჰქონდა და ცოტა ხანს ვუყურე [პორნოს]. ეს არ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ჩემი დანაშაული, ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ სხვა დროს, მეორედ ჩავრთე". - თქვა დეპუტატმა. 

ჟურნალისტმა დამატებით ჰკითხა, ჩართო თუ არა მან მეორედ პორნოსაიტი მიზანმიმართულად. პერიშის თქმით, ეს მისი განზრახვა იყო. მისივე განმარტებით, აცნობიერებს თუ რამხელა ემოციური ზიანი მიაყენა საკუთარ ოჯახს, საარჩევნო ოლქსა და პარტიას. 

"მე შევცდი, სულელურად მოვიქეცი, გონება დავკარგე". - აღნიშნა პერიშმა. 

ორი კოლეგა ქალი ამტკიცებდა, რომ დაინახეს, როგორ უყურებდა გვერდით მჯდომი ნეილ პერიში პორნოგრაფიას თავის ტელეფონში. გუშინ, 29 მარტს ბრალდებების გამო გამოძიების დასრულებამდე კონსერვატიულმა პარტიამ დეპუტატს თანამდებობა შეუჩერა

მანამდე, ბორის ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პორნოგრაფიის ყურება ნებისმიერ სამსახურში მიუღებელია. 

კომენტარები