პორნოგრაფია

ჯონსონი: სამსახურში პორნოგრაფიის ყურება მიუღებელია

Chris J. Ratcliffe/Bloomberg/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ნებისმიერ სამსახურში პორნოგრაფიის ყურება მიუღებელია. ამის შესახებ ჯონსონმა მაშინ ისაუბრა, როცა ჟურნალისტმა თემთა პალატაში პორნოგრაფიის ყურებაში ბრალდებული კანონმდებლის შესახებ ჰკითხა.

"ცხადია, მიუღებელია, ვინმემ მსგავსი რამე ჩაიდინოს სამსახურში. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სამსახურია ეს". - ასე უპასუხა ჯონსონმა ჟურნალისტის კითხვას.

27 აპრილს კონსერვატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ იძიებდა საქმეს ერთ-ერთი კანონმდებლის შესახებ, რომელიც თემთა პალატაში ტელეფონით პორნოგრაფიას უყურებდა.

კომენტარები