ქართული როკი

ROCK FOR UKRAINE – ქართველი როკ მუსიკოსები უკრაინის მხარდამჭერ კონცერტს გამართავენ

Facebook

30 აპრილს, 19:00 საათზე, კლუბ ელექტროვერკში ქართველი როკ მუსიკოსები უკრაინის მხარდამჭერ საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.

"როკ მუსიკა ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი სოციალური პლატფორმა რომელიც უპირისპირდება ძალადობას, ომს და უსამართლობას. ამ კონცერტის მიზანია ქართველ მუსიკოსებთან ერთად, სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინას და ჩვენ უკრაინელ დებს და ძმებს ამ მათთვის ურთულეს ჟამს, კონცერტიდის შემოსავალი მთლიანად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.

შემოგვიერთდით, თვითოეული ქვენთაგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია". – წერია ღონისძიების აღწერაში.

კონცერტის ლაინაფი:

  • Lady Heroine
  • Tserili
  • Tornike Gagoshvili
  • Adrenalin
  • Enforcement
  • See Me
  • Cycle Error
  • When you Shiver

ბილეთის ფასი ონლაინ შეადგენს 20 ლარს, ადგილზე კი 25 ლარს. შეძენა შესაძლებელია საიტზე TKT.ge

კომენტარები