იუსტიციის სახლი

ბიომეტრიული პასპორტის საფასური 150 ლარი ხდება, ID ბარათის – 60 ლარი

psh.gov.ge

ბიომეტრიული პასპორტის და ელექტრონული პირადობის მოწმობის საფასური ძვირდება.

იუსტიციის სახლის ცნობით, პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ეღირება, ხოლო ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი.

რაც შეეხება დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი. 

მთავრობის 21 აპრილის დადგენილებით იცვლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სხვა ტარიფებიც.

კომენტარები