ბლექ სი არენა

GMC: ბლექ სი არენა, რომელიც 2 წელია არ მუშაობს, 2021 წელს ₾3.3 მილიონით დაფინანსდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვისთვის გადაცემული ბლექ სი არენა 2 წელია არ მუშაობს, მაგრამ 2021 წელს 3.3 მილიონი ლარით დაფინანსა.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ "2021 წლის მხოლოდ 8 თვეში, დაცარიელებულ ბლექს სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის გაიმეტა".

"2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტები აღარ ჩატარებულა. ბოლო რამდენიმე წელია, ბლექ სი არენა წელს ზარალით ასრულებს.

მიუხედავად ამისა კომპანია ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის სუბსიდიას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც შენობის შანახვასა და დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით ბლექ სი არენას სუბსიდიამ 2021 წლის 8 თვის განმავლობაში 3,268,000 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 8 თვის განმავლობაში მიღებული სახელმფიწო დაფინანსება დაახლოებით იმდენია, რამდენიც ბლექ სი არენამ მთლიანი წლის განმავლობაში მიიღო სახელმწიფოსგან, 2020 წელს". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს იმასაც, რომ ბლექ სი არენაზე ბიძინა ივანისშვილის ოჯახის ახლობლები არიან დასაქმებულები.

"მაგალითად, ბერა ივანიშვილის მეჯვარე და ახლო მეგობარი ამიკო ჯანელიძე ბლექ სი არენას დირექტორის მოადგილეა და მისი ხელფასი თვეში 6,250 ლარს შეადგენს". - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები