თბილისის მერია

მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი

მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ" - აცხადებს მერია.


მარშალ გელოვანის გამზირზე წყალსადენის ქსელის დაზიანების გამო, თბილისის ნაწილს წყალი ღამის ორ საათამდე არ ექნება. წყალმომარაგება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთის და კრწანისის რაიონებს.

კომენტარები