თბილისის მერია

მარშალ გელოვანის გამზირზე მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტი მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობს

მარშალ გელოვანის გამზირი, 29.04.2022

მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია. 

თბილისის მერიის ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება გაგარინის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი შეეცვლება და რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირისა და ქუთაისის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სააკაძის მოედანს დაუკავშირდება. შემდეგ, მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტის მიხედვით. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ იცვლება. ასეთია ავტობუსები: N314, N304, N302 და მიკროავტობუსები: N534, N539. 

რაც შეეხება სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, N389, N327 და N367-ზე შეზღუდვა გავრცელდება. ისინი მგზავრთა გადაყვანას აღმაშენებლის ძეგლამდე შეძლებენ. 


მარშალ გელოვანის გამზირზე წყალსადენის ქსელის დაზიანების გამო, თბილისის ნაწილს წყალი ღამის ორ საათამდე არ ექნება. წყალმომარაგება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთის და კრწანისის რაიონებს.

კომენტარები