მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე სააკაშვილზე: ცხოვრების ხარისხი გაუუარესდა, რაც ხალხის ხარჯზე პროდუქტს ვერ უკვეთავს

ერთი საინტერესო ფრაზა იყო ამ დასკვნაში, რომ სააკაშვილის ცხოვრების ხარისხი, თურმა, გაუარესებულა, მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა საქართველოში და ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში. რა თქმა უნდა, სააკაშვილსი ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, მას შემდეგ, რაც, მაგალითად, ვერ უკვეთავს სახელმწიფოს ხარჯზე კონკრეტულ კვების პროდუქტებს საზღვარგარეთიდან - სახელმწიფოს ხარჯზე, ამას ვიმეორებ. მას ჰქონდა ცხოვრების სხვა ხარისხი ხალხის ხარჯზე და ახლა აქვს, ბუნებრივია, ცხოვრების სხვა ხარისხი, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის. ამას რომ განიცდის სააკაშვილი, ესეც არის აბსოლუტურად ლოგიკური.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნით, სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი და "ორგანიზმი საკუთარ თავს ინელებს". 

კომენტარები