რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინაზე თავდასხმა ჯერ კიდევ შეუძლია

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის მიხედვით, რუსეთის საზღვაო ძალების დაახლოებით 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი შავი ზღვის საოპერაციო ზონაში იმყოფება.

"ბოსფორის სრუტე ყველა არათურქული სამხედრო ხომალდისთვის დაკეტილია. შესაბამისად, რუსეთი შავ ზღვაში ჩაძირული კრეისერი Mосква-ს ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.

კრეისერი Mосква-სა და სადესანტო გემის, Саратов-ის დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინისა და სანაპირო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას ინარჩუნებენ". - წერია განცხადებაში.

 რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები