რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 26 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი საბრძოლო გეგმა შეიმუშავეს.კვლევითი ორგანიზაციის Bellingcat-ის ინფორმაციით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტების 70% უკვე გამოიყენა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სახმედრო ძალებმა მარიუპოლში შეტევითი ოპერაციების წარმოება გააგრძელეს, მათ შორის, აზოვსტალის ქარხანაში. უკრაინის ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, თავად სადგურის გარეთ მნიშვნელოვანი პოზიციების დაკავებას გააგრძელებენ, ამასთან ერთად ოკუპანტები სადგურის მიღმა შეტევებს ახორციელებენ. რუსეთის სამხედრო ძალებმა ქარხნის მთლიანი პერიმეტრი და, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი M14 მაგისტრალი აიღეს.

25 აპრილს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები დგას, ქალაქ ტირასპოლში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო. ამასთან ერთად, ორი მოტორიზებული შაშხანის ბატალიონი, რომელსაც რუსეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ უკანონოდ დნესტრისპირეთში ინახავს, არ არის საკმარისი ოდესაზე თავდასხმების განსახორციელებლად. 

რუსეთმა შესაძლოა თავად მოლდოვას დესტაბილიზაციაც მოინდომოს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის და სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და მარიონეტების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პუტინმა აღიაროს თვითგამოცხადებული პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა (PMR) დნესტრისპირეთში. ამის შემდეგ PMR-ს რუსეთიდან დამატებითი სამხედრო დაცვის მოთხოვნა შეუძლია. ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას და დამატებით ზეწოლას მოახდენს ნატოზე.

უწყვეტი მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო ძალები სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ აჩენს შესაძლებლობას, რომ პუტინი 9 მაისს ახალი "დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკების" გამოცხადებას აპირებს. ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

  • ოკუპანტები იზიუმიდან სამხრეთით და რუბიჟნეს ჩრდილო-დასავლეთით ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესის მიღწევას განაგრძობენ, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსთის თავდასხმები კვლავ წარუმატებელი რჩება.
  • ბრძოლა გრძელდება მარიუპოლში, სადაც უკრაინელი დამცველები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იკავებენ პოზიციებს აზოვსტალის ქარხნის გარშემო.
  • უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო. 

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს. 

რუეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები