ოზი ოსბორნი

ოზი და შერონ ოსბორნები ლტოლვილ უკრაინელებს საკუთარ სახლში შეიფარებენ

Film Daily

ოზი და შერონ ოსბორნები ბუკენგემშაირში მდებარი საკუთარ სახლში, ორი, უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახის შეფარებას გეგმავენ. 

Black Sabbath-ის ყოფილი ფრონტმენი და მისი როკ მენეჯერი ცოლი აღნიშნულ სახლში რამდენიმე კვირაში, 25-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან. ოსბორნები აქამდე ამერიკაში ცხოვრობდნენ, თუმცა ოზის თქმით "ის დაიღალა და სახლში დაბრუნება სურს".

"სამთავრობო ბიუროკრატიამ ძალიან შეანელა უკრაინელი ლტოლვილების დასახლება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ვმუშაობ იმაზე, რომ ჩვენს ბრიტანულ სახლში, ორი უკრაინული ოჯახი მივიღოთ. ოზი ძალიან ცნობილია უკრაინაში, მის შემოქმედებას იქ აფასებენ". – ამბობს შერონ ოსბორნი Sunday Times-თან ლაპარაკში.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ოზი ოსბორნმა სოციალურ ქსელში, რომელსაც 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, უკრაინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. 

ბუკინგემშაირის სახლი ოსბორნებმა 1993 წელს შეიძინეს.

კომენტარები