საერთაშორისო ურთიერთობები

ნიდერლანდებმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერა

Limes International

რუსეთში ნიდერლანდების საკონსულომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა შეაჩერა.

დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება საკონსულომ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნიდერლანდელი დიპლომატი გააძევა.

აპრილში ნიდერლანდებიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, საპასუხოდ 19 აპრილს, რუსეთმა ნიდერლანდების საკონსულოს 14 და საელჩოს 1 თანამშრომელი persona non grata-დ გამოაცხადა.

საკუნსულო აგრძელებს ჰუმანიტარული, სასწავლო და სამუშაო ვიზების გაცემას. შეზღუდვა მხოლოდ ტურისტულ ვიზებზე ვრცელდება.

კომენტარები