რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: რუსეთს აღარ უნდა ჰქონდეს ისეთი სამხედრო ძალა, რომ მეზობლებს საფრთხე შეუქმნას

Saul Loeb/AFP/Getty Images

აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ს მიზანია რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, რომ მეზობლებს საფრთხე შეუქმნას. ამის შესახებ მან გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, NATO-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"გვსურს, რომ რუსეთს გაუჭირდეს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნა. თუ შევხედავთ იმ დანაკარგებს რაც რუსეთმა ნახა უკრაინაში შეჭრიდან 62 დღეში, მათ შორის სახმელეთო ძალების კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ცხადი დანაკარგებია. მათ დაკარგეს ეკიპირება, გამოიყენეს დიდი რაოდენოით სამხედრო მასალები. დაკარგეს სამხედრო გემები. შესაბამისად, ფაქტობრივად მათი სამხედრო შესაძლებლობები უფრო სუსტია ვიდრე ომის დაწყებამდე იყო". - თქვა ოსტინმა.

ამასთან ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ამ დანაკარგების აღდგება რთული იქნება, მათ შორის სანქციებისა და სავაჭრო შეზღუდვების გამო. 

"რუსეთისთვის სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა რთული იქნება, მათ შორის მათ წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და სავაჭრო შეზღუდვების გამო. ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები მეზობლების დასაჩაგრად, როგორსაც ამ კონფლიქტის დაწყების წინ ვხედავდით". - თქვა ოსტინმა.

კომენტარები