რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 40 გერმანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუსეთის მთავრობის ეს ნაბიჯი გერმანიის ხელისუფლების მიერ ქვეყნიდან იმავე რაოდენობის რუსი დიპლომატის გაძევებაზე პასუხია.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 4 აპრილს ოფიციალურმა ბერლინმა რუსეთის საელჩოს "მნიშვნელოვანი რაოდენობის" წარმომადგენელი "არასასურველ" პირებად გამოაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, რუსებს გერმანიაში ყოფნის პერიოდში დიპლომატიური სამუშაო არასდროს შეუსრულებიათ და ისინი "სისტემატურად მუშაობდნენ გერმანული საზოგადოების თავისუფლებისა და ერთიანობის წინააღმდეგ". 

ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ რუსებისგან განსხვავებით, გერმანელი დიპლომატები რთული გარემოების მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობებისთვის ბევრს მუშაობდნენ.

"შესაბამისად, რუსეთი დღევანდელი გაძევებით მხოლოს საკუთარ თავს ავნებს". - თქვა ბერბოკმა.

კომენტარები