რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: მივმართავ EU-სა და ამერიკას, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციები

უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები.

ქართველმა ცნობილმა ადამიანებმა ჩვენი მხარდასაჭერი ვიდეო 24 თებერვლამდეც კი ჩაწერეს, ეს მაშინ, როდესაც ბევრი ქართველი იბრძვის ფრონტის ხაზზე უკრაინისთვის ომის დაწყებიდან. ისინი უაღრესად უჭერენ მხარს უკრაინასა და ჩვენს გამარჯვებას ომში. თუმცა, სამწუხაროდ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე.

და მიზეზი მარტივია - ქვეყნის მთავარ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, ახლო კავშირები აქვს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახანს გამოქვეყნებული ჩანაწერით.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების არსი კრემლის მითითებების შესრულებაა. ეს არის მიზეზი მათი რიტორიკის, რომ არ აღიარონ რუსეთის ომის დანაშაულებები უკრაინის წინააღმდეგ და დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი. ის და მისი გულითადი მეგობრები უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რაც არ არის მხარდაჭერილი ქართველი ხალხის მიერ. მათ ქართველებისა და უკრაინელების განხეთქილება სურთ ათეული წლების მანძილზე. ამის თავიდან ასაცილებლად, მივმართავ ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილსა და დასავლეთში განთავსებულ მის აქტივებზე. არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას - არც ოკუპანტები და არც ისინი, ვინც მათ ეხმარება.

წერს Telegram-ის საკუთარ გვერდზე ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია.

კომენტარები