რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: აზოვსტალიდან მოქალაქეების გამოსასვლელად სამხედრო მოქმედებებს შევაჩერებთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზოვსტალიდან ალყაშემორტყმული ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსასვლელად მათი ჯარისკაცების სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებენ.

უწყების თქმით, ნებისმიერ მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზეა ჩარჩენილი, ობიექტის დატოვება იმ მიმართულებით შეეძლება, რომელსაც თავად აირჩევს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებიც თეთრი დროშებით იქნება მონიშნული, მოსკოვის დროით 14:00 საათზე გაიხსნება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია ღიად და ოფიციალურად აცხადებს, რომ აზოვსტალის დატოვებისას მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნებათ, გარდა იმ შემთხვევისა, "თუ ოფიციალური კიევი და ნაციონალისტური სამხედრო დაჯგუფებების მეთაურები ადამიანების ფარად გამოყენებას არ განაგრძობენ".

კომენტარები