აშშ-უკრაინა

ბლინკენი: ბაიდენი უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკს წარადგენს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკს წარადგენს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ბლინკენის თქმით, ბრინკს რეგიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უკრაინაში ელჩი 2019 წლის შემდეგ არ ჰყოლია. ბოლოს ამ თანამდებობაზე მარი იოვანოვიჩი იყო დანიშნული.

ბრიჯიტ ბრინკი ამჟამად სლოვაკეთში აშშ-ს ელჩი გახლავთ. ის ამ თანამდებობაზე 2019 წელს დონალდ ტრამპმა დანიშნა. ბრინკი 2011 წელს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილედაც დაინიშნა.

ცნობისთვის, 2018 წლის იანვარში Foreign Policy-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩობის აშშ-ის მიერ განხილული კანდიდატი, ბრიჯიტი ბრინკი საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები