რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2015-დან საფრანგეთი და გერმანია ემბარგოს ირიდებდნენ და რუსეთზე იარაღს ყიდდნენ – THE TELEGRAPH

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

ბრიტანული გამოცემის, The Telegraph-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა და გერმანიამ, ევროკავშირის სამხედრო ემბარგოს არსებობის მიუხედავად, რუსეთს 273 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკა მიაწოდეს, რომელიც, სავარაუდოდ, ახლა უკრაინაში გამოიყენება.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის შემდეგ ევროკავშირის მასშტაბით რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოა დაწესებული, საფრანგეთმა და გერმანიამ მოსკოვს გაუგზავნეს ისეთი აღჭურვილობა, როგორიცაა ბომბები, რაკეტები და იარაღი. 

რუსეთზე დაწესებულ სანქციაზე არსებული ხვრელის გამოყენებით გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად ევროკავშირის 8 წევრმა ქვეყანამ პუტინის რეჟიმს €350 მილიონის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა, აქედან, დაახლოებით, 72% კი რუსეთს გერმანულმა და ფრანგულმა მწარმოებლებმა მიაწოდეს. 

იარაღის ექსპორტი რუსეთში 2015-20 წლებში

ბერლინის განმარტებით, იარაღი გაყიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრემლმა დადო პირობა, რომ მას სამოქალაქო და არა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.

"თუ პროდუქტის რამე სახის სამხედრო გამოყენება მითითებული იყო, საექსპორტო ლიცენზიები არ გაიცემა". - თქვა ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა.

საფრანგეთმა კი ნება დართო კომპანიებს შეესრულებინათ 2014 წლამდე დადებული კონტრაქტები. შედეგად, პარიზმა მოსკოვს 152 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა. 

ბომბებთან, რაკეტებთან და ტორპედოებთან ერთად, ფრანგულმა ფირმებმა თერმული გამოსახულების კამერები 1000-ზე მეტი რუსული ტანკისთვის გააგზავნეს, ასევე რუსეთს მიაწოდეს საბრძოლო თვითმფრინავებისა და თავდასხმის შვეულმფრენების სანავიგაციო სისტემები.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა დამატებითი სანქციები დააწესა და სანქციებისგან თავის ასარიდებელი ხვრელი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან იარაღით ვაჭრობისთვის იყენებდნენ, აღმოფხვრა. თუმცა, მხოლოდ სანქციათა მეხუთე პაკეტით გაუქმდა უკვე შეთანხმებული იარაღის მიყიდვის გამონაკლისი. 

კომენტარები