რუსეთი

რუსეთი სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს შემოდგომაზე ციმბირში განათავსებს

Russian Defence Ministry/Handout via REUTERS

რუსეთი სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს შემოდგომაზე ციმბირში განათავსებს. ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგოზინის თქმით, რაკეტები თანმხლებ ქვედანაყოფთან ერთად ციმბირში, კრასნოიარსკის ოლქში განთავსდებიან (მოსკოვიდან 3 000 კმ).

სარმატის ტიპის ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია იერიში მიიტანოს ათასობით კილომეტრით მოშორებულ სამიზნეებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

როგოზინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ "სუპერ იარაღის" გამოცდა ისტორიული მოვლენა იყო, რომელიც მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში რუსი ხალხის შვილებისა და შვილიშვილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სარმატის ტიპის ბალისტიკური რაკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აპრილს გამოცადა.

კომენტარები