ვარანი

ინდოეთში ოთხმა კაცმა ვარანი გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა

AZ Animals

ინდოეთში ოთხმა კაცმა ვარანი გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა. ინფორმაციას გამოცემა Vice ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა 29 მარტს, ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშთრაში, საჰიადრის ნაკრძალში მოხდა. კანონდამრღვევები ტყეში დაყენებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. სამართალდაცავებმა 1-დან 5 აპრილამდე შუალედში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა, რამდენიმე ბრალდებულს მობილურ ტელეფონში ცხოველზე ძალადობის ვიდეო ჰქონდა.

"მსგავსი რამ არასდროს მინახავს. დაკავებულები 20-დან 30 წლამდე ასაკის კაცები არიან. დანაშაული მათ გართობის მიზნით ჩაიდინეს, არ იკვეთება რელიგიური ან შავი მაგიის რიტუალი". – ამბობს ნაკრძალის რეინჯერი ვიშალ მალი.

ვარანის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები ლ(ურჯ, ყვითელ, წითელ მაისურებში და უკიდურესად მარჯვნივ მდგომი კაცი)

ამ დროისთვის ეჭვმიტანილები გირაოთი გათავისუფლდნენ, თუმცა გამოძიება გრძელდება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხ კაცს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

ინდოეთში 2010-2020 წლებში ცხოველებზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის 500 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვარანი გადაშენების პირას მყოფი ხვლიკისებრთა ოჯახის მტაცებელია.

კომენტარები