საქართველო-აშშ

პანეტა: პუტინმა აშშ-სგან სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა, როცა საქართველოში შეიჭრა

მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებისა და NATO-ს მოკავშირეებისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ და პუტინისთვის ძალიან ნათელი სიგნალი გაეგზავნათ - რომ თუ ნამდვილად შეიჭრებოდა, მას ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევდა. სამწუხაროდ, პუტინმა აშშ-ის მხრიდან წლების განმავლობაში გამოჩენილი სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა მაშინ, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ყირიმში, სირიასა და ლიბიაში, და მაშინ, როდესაც არჩევნების დროს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ძალიან გამბედავი კიბერშეტევა განახორციელა. მას ამის საზღაური არ გადაუხდია. ამიტომ, ის ფიქრობდა, რომ ეს შეჭრაც ასე ჩაივლიდა და პასუხს არავინ მოსთხოვდა. 

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს ძალიან ცხადად ეთქვათ, რომ მას ფასის გადახდა მოუწევდა და ასეც მოიქცნენ, რაც გამოიხატა სანქციების დაკისრებაში, ასევე, უკრაინისთვის იარაღის სახით გაწეულ დახმარებაში.

ამბობს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა ფორმულასთან ინტერვიუში. [ფორმულას თარგმანი]

კომენტარები