ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას იქამდე არ შეაჩერებს, სანამ პუტინის ჯარი ცეცხლს არ შეწყვეტს და რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს. ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანაზე ზეწოლას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ამავე დროს, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინას იარაღითა და შესაბამისი აღჭურვილობით დავეხმაროთ, რადგან ცხადად ჩანს, რომ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები ასევე იცავენ ჩვენი, ევროპელების მშვიდობასა და თავისუფლებას. სამწუხაროდ, გერმანიას უკრაინისთვის ყველა იმ იარაღის მიწოდება არ შეუძლია, რაც მათ სჭირდებათ, თუმცა ოფიციალური ბერლინი მათთვის თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. ჩვენ მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ბერბოკი: რუსეთის მიმართ სანქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ მათი ჯარი უკრაინას არ დატოვებს
tbl.ge/5yzh
დაკოპირდა

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომირუსეთის აგრესია უკრაინაშიომი უკრაინაშიგერმანია-უკრაინაანელა ბერბოკიგერმანიაგერმანია-რუსეთი
ამავე თემაზე
- გაბარდის პოსტის შემდეგ უკრაინა ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე რუსულ პროპაგანდას ეხმაურება
- პუტინი: ვინარჩუნებთ სტრატეგიულ უპირატესობას, უკრაინული დრონების იერიშები ამას ვერ შეცვლის
- სტარმერი: გაერთიანებული სამეფოს ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დააკავეს
- ჩონჰარის ხიდზე უკრაინის დარტყმის შემდეგ ყირიმში შემავალ გზაზე რუსული სატვირთოების რიგებია
- აშშ-ს სენატის კომიტეტმა 2027-ის ბიუჯეტში უკრაინისთვის $750 მილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა




