39 წლის რაიან რივისს ლოს-ანჯელესის სასამართლომ 10 წელი და 11 თვე მიუსაჯა. ნარკოდილერმა 2018 წლის 4 სექტემბერს რეპერ მაკ მილერს ფენტანილის შემცველი აბები მიყიდა. ჰიპ ჰოპ არტისტი 7 სექტემბერს, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
რივისის გარდა საქმეში კიდევ ერთი ადამიანი ფიგურირებს. ფენტანილი სინთეტიკური ოპიოდია, რომელიც ჰეროინზე 50-ჯერ ძლიერია. გამოძიების ვერსიით მაკ მილერმა არ იცოდა, რომ ფენტანილს იღებს და უნებლიე ზედოზირება მოუვიდა.
მალკოლმ ჯეიმს მაიერს მაკკორმიკი იგივე Mac Miller ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტია. გერმის ნომინანტმა მუსიკოსმა სიცოცხლეში 5 სტუდიური ალბომის გამოცემა მოასწრო. რეპერი წლების განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას. ექსპერტიზამ მაკ მილერის სისხლში ფენტანილთან ერთად ალკოჰოლი და კოკაინი აღმოაჩინა.