რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: გერმანია უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას განაგრძობს

Reuters

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესვერს თითქმის აღარ დარჩა შეიარაღება, რომლის უკრაინისთვის გადაცემაც შესაძლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ შოლმცა დასავლელ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

შოლცის თქმით, იმ იარაღებს შორის, რომლის უკრაინისთვის საჭიროა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მათი სწრაფად გადაცემა შეუძლია, ანტი-სატანკო და საჰაერო თავდაცვის იარაღები შედის.

"ჩვენ მათ [იარაღის] შესყიდვებისთვის საჭირო თანხებს გადავცემთ. მიზანი უკრაინის სამხედრო კონტიგენტის ისე გაძლიერებაა, რომ მათ რუსეთის თავდასხმის მოგერიება შეძლონ". - თქვა შოლცმა.

კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა გერმანია უკრაინას ადგილობრივი წარმოების მძიმე შეიარაღებას, შოლცმა უპასუხა, რომ აზრი არ ექნება, რადგან უკრაინელ სამხედროებს მათი გამოყენების გამოცდილება არ აქვთ.

"მაგალითად, გერმანული ლეოპარდის ტანკებს აზრი არ ექნება, რადგან უკრაინელ სამხედროებს შესაბამისი გამოცდილების ნაკლებობის გამო მათი გამოყენება არ შეუძლიათ. ამის ნაცვლად, უნდა გაგრძელდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იარაღის მიწოდება, რომლებსაც უკრაინის არმია უკეთ იცნობს". - თქვა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ ომში ვერ უნდა გაიმარჯვოს.

"ვლადიმირ პუტინის სასურველი და მის მიერ თავს მოხვეული მსოფლიო მიუღებელია. პარტნიორებთან ერთად ვთანხმდებით, რომ რუსეთმა ამ ომში ვერ უნდა გაიმარჯვოს, უნდა გაიმარჯვოს საერთაშორისო სამართალმა". - თქვა შოლცმა.

კომენტარები