რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის აღიარებულის სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს

Maxim Shemetov/Reuters

დიდი ბრიტანეთის საგადასახადო ორგანოს (HMRC) ცნობით, დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის "აღიარებულის" სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს

აღიარებულის სტატუსის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ მომავალში ინვესტორებს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობისას დიდი ბრიტანეთის საგადასახადო შეღავათებზე წვდომა აღარ ექნებათ. თუმცა, აქამდე არსებული ინვესტიციები დაცული იქნება.

"რადგან ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციაში მოქცევას უკრაინაში უკანონო ომის საპასუხოდ, მოსკოვის საფონდო ბირჟისთვის აღიარებული სტატუსის ჩამორთმევა მკაფიო გზავნილია - ჩვენთვის რუსეთში ახალი ინვესტიციების საფუძველი არ არსებობს". - თქვა ბრიტანეთის ფინანსთა მდივანმა, ლუსი ფრეიზერმა.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები