რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: უკრაინა ევროპის უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის

მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთს არ შეუძლია, მარტო დატოვოს თავისი მეზობელი უკრაინა. ასევე, პრემიერმინისტრმა დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის მებრძოლ სულს. 

მორავიეცკის თქმით, უკრაინული ჯარები ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.
 
პოლონეთში ლვოვიდან დევნილი უკრაინის მოქალაქეებისთვის ახალი დროებითი საცხოვრებელი გაიხსნა. თავშესაფრის გახსნაზე, პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმა ახლა ყველაზე "სუსტებზე", ქვეყნიდან იძულებით დევნილ მოქალაქეებზე ზრუნვაა.

"დღეს ჩვენ ვნახეთ ქალები და ბავშვები, რადგან უკრაინელი კაცები ფრონტზე იბრძვიან როგორც უკრაინის, ასევე ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის". - ამბობს მორავიეცკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები