რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჰორიზონტზე ჯერ არ მოჩანს

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, მარტინ გრიფიტსის თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა "ჰორიზონტზე არ მოჩანს".

"რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ის ახლა ჰორიზონტზე არ მოჩანს, თუმცა მომდევნო კვირებში შეიძლება შედგეს, იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება ომი და მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები". - თქვა გრიფიტსმა.

გაეროს მაღალჩინოსნის თქმით, ის მიმდინარე კვირის ბოლოს თურქეთში გაემგზავრება და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, რათა მასთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაეროს დახმარების გზებზე იმსჯელოს. მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში თურქეთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

გარდა ამისა, გრიფიტსმა აღნიშნა, რომ უკრაინის წარმომადგენლები ჰუმანიტარული დახმარების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს წინადადებების დიდ ნაწილს დათანხმდნენ, თუმცა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას საკუთარი ინტერესების სათავეში ჯერ არ აყენებს.

კომენტარები