რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: აშშ უკრაინელ სამხედროებს ამერიკული ჰაუბიცების გამოყენებაში ავარჯიშებს

უკრაინელი სამხედროები გადიან 2A65 Msta-B ტიპის ჰაუბიცის გამოყენების წვრთნებს, ხერსონის რეგიონი, 2022 წლის იანვარი
Reuters

The New York Times-ის აშშ-ს მაღალჩინოსნის დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინელ სამხედროებს ამერიკული ჰაუბიცების გამოყენების სწავლებისთვის ვარჯიშებს ჩაუტარებს.

ახალი ჰაუბიცები აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ბოლო, $800-მილიონიანი სამხედრო დახმარების ნაწილია. ამ პაკეტში შედის 18 ცალი 155 მმ.-იანი ჰაუბიცები და 40 000 ჭურვი. 

NYT-ის ინფორმაციით, წვრთნები მომდევნო რამდენიმე დღეში ჩატარდება.

როგორც NYT-თან პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამერიკელები გაწვრთნიან უკრაინელი სამხედროების მცირე ჯგუფს, ვისაც საბჭოთა 152 მმ.-იანი ჰაუბიცების გამოყენების გამოცდილება აქვს. შემდეგში ამ სამხედროებს ამერიკული შეიარაღების გამოყენების პრინციპის საკუთარი თანამებრძოლებისთვის სწავლება შეეძლებათ.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ვარჯიშები უკრაინის საზღვრებს გარეთ ჩატარდება.

ამერიკელებმა უკრაინელთა მცირე ჯგუფი უკვე ავარჯიშეს Switchblade-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში. 

$800-მილიონიანი სამხედრო დახმარების ფარგლებში აშშ-დან ტვირთის გადაზიდვის უკვე 4 ფრენა განხორციელდა.

კომენტარები