რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ევროკავშირის წარმომადგენელს შევსებული კითხვარი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შევსებული კითხვარი ევროკავშირის წარმომადგენელს გადასცა. 

"ფონ დერ ლეიენმა კითხვარი [უკრაინას] 10 დღის წინ გადასცა. უკრაინა დგამს საოცარ ნაბიჯებს საოცარი სისწრაფით საოცარ დროში". - წერს ევროკავშირის დიპლომატი, მათი მაასიკასი. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია. უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის შევსება ერთ კვირაში დაასრულა. 

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა თვლის, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება.

კომენტარები