რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ოკუპანტები ქალაქ კრემინაში შევიდნენ, ქუჩებში შეტაკებები მიმდინარეობს

რუსული ჯავშანტრანსპორტიორი
უკრაინის შეიარაღებული ძალები

ლუგანსკის ოლქში, ქალაქ კრემინაში შევიდნენ. ინფორმაციას ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, სერგიი გაიდაი ავრცელებს.

"რუსები კრემინაში შევიდნენ. ქუჩებში დაწყებულია შეტაკებები. ევაკუაცია შეუძლებელია". – ამბობს ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური.

აქამდე, გაიდაი ამბობდა, რომ 17 აპრილის საღამოს დაიწყო კრემინას საარტილერიო ცეცხლით დაბომბვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები