რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დრაგი: მართლები არიან, ვინც ამბობენ, რომ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, დროის კარგვაა

ვიწყებ ფიქრს, რომ მართლები არიან ისინი, ვინც ამბობენ – მასთან [ვლადიმირ პუტინთან] ლაპარაკს აზრი არ აქვს, ეს უბრალოდ დროის კარგვაა. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ის მართალია, როცა ცდილობს დიალოგის ყველა შესაძლო გზის გამოყენებას. მაგრამ მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ომის საშინელი ხოცვა-ჟლეტა, ის, რაც ბავშვებსა და ქალებს გაუკეთეს, აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული სიტყვებსა და სატელეფონო ზარებზე.

თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში.

კომენტარები