რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სანქციებზეა დამოკიდებული კიდევ რამდენ უკრაინელს მოკლავს ოკუპანტი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან არაერთი პროგნოზი მოისმინა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი რუსეთთან. პრეზიდენტის აზრით, ომის ხანგრძლივობა მოკავშირე ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული.

"ზოგი ამბობს, რომ ომი რამდენიმე კვირას გასტანს, სხვები - რამდენიმე წელს ვარაუდობენ. ზოგი ამბობს, რომ ომი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ვიღაცები კი გვირჩევენ, რომ რუსეთთან მუდმივი დაპირისპირებისთვის მოვემზადოთ, იქამდე, სანამ ის არსებობს.

ჩვენი სამხედროების წარმატება ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანია. ისტორიულად მნიშვნელოვანი. მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოკუპანტებმა ჩვენი მიწა დატოვონ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მათთვის ძალიან მტკივნებულია, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსული სამხედრო მანქანა საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩეს.

უფრო დესტრუქციული, უფრო ძლიერი სანქციები განსაზღვრავს იმას, თუ კიდევ რამდენ უკრაინელს მოკლავს ოკუპანტი".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირე ქვეყნები უკრაინას საჭირო იარაღით დაეხმარებიან, თუ დემოკრატიული სამყარო რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოსა და საბანკო სექტორის სრული ბლოკადის გადაწყვეტილებას მიიღებს, ომის დასრულება წელიწადზე ნაკლებ დროშიც კი იქნება შესაძლებელი. 

ომის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ აშშ-ს სწამს, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება

CNN-თან საუბრისას ოფიციალურ პირთა დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძნელია ომის დასასრულის პროგნოზირება. თუმცა, მათი თქმით, ფაქტია, რომ ვლადიმირ პუტინის საბოლოო მიზნები შეიცვალა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიპლომატიური მოლაპარაკებები მანამ განაგრძოს, სანამ სამხედრო თვალსაზრისით არ დამარცხდება.

კომენტარები