მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტის, ასევე სიმბოლოების: Z და V აკრძალვას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში მიიღო.
ცვლილება მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს ხელმოწერის შემდეგ შევა. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ აკრძალული იქნება ზემოხსენებული სიმბოლოების დამზადება, გაყიდვა, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება.
კანონის დამრღვევს 226-დან 452 ევრომდე ჯარიმის გადახდა და 30-დან 60 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გაწევა მოუწევს.
კანონპროექტს მხარი 101-დან 53-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.





