რეკლამა

(რ) საქართველოს ბანკისა და ალექსანდრე ჯეჯელავას ახალი კურსი ბიზნესკურსის მომხმარებლებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესკურსს კიდევ ერთი, რიგით მე-18 კურსი, 21-ე საუკუნის უნარები დაემატა. 

"გამოცდილი ტრენერი, ქოუჩი და ბიზნესკონსულტანტი, ალექსანდრე ჯეჯელავა დაინტერესებულ ადამიანებს კონკრეტული უნარების იმ სამ კატეგორიას და 12 ჯგუფს გააცნობს, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ კი, ბიზნესკურსის მომხმარებელი შეძლებს შეავსოს თვითშეფასების კითხვარი და ამ გზით მიიღოს პირადი გზამკვლევი იმ უნარების მითითებით, რომლებიც კარგად აქვთ განვითარებული ან პირიქით, საჭიროებს  შემდგომ განვითარებას" - აცხადებს საქართველოს ბანკი.

კურსები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ლიდერობა და პასუხისმგებლობა, პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, ტექნოლოგიური, მედია და საინფორმაციო წიგნიერება და სხვა. კურსის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3O4JXhE 

უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა "ბიზნესკურსი“ საქართველოს ბანკმა მომხმარებლის პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და ბიზნესის განვითარების მიზნით შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საინტერესო კურსი მისთვის ხელსაყრელ დროს და თანაც სრულიად უფასოდ გაიაროს. ამის საშუალებას მომხმარებელს ბიზნესკურსის ის უპირატესობა აძლევს, რომ ის არ საჭიროებს ლექციის ონლაინ რეჟიმში გავლას, რადგან მოიცავს ვიდეოს სახით უკვე ჩაწერილ 18 კურსს.  ბიზნესკურსი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა: მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში, როგორ შევიმუშაოთ ციფრული კომუნიკაციის სტრატეგია, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ.

ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციურმა ლექტორებმა, კონსულტანტებმა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას სთავაზობს.  ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომია ტესტები. გარკვეული პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებაა, რომ ბიზნესკურსის მომხმარებელთა რიცხვმა 17 000-ს გადააჭარბა. 

პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

https://www.businesscourse.ge/

EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს.  EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/

კომენტარები