რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის

ომის 50 დღის განმავლობაში უკრაინა გახდა გმირი მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. მათთვის, ვისაც აქვს გამბედაობა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მათთვის, ვინც პროპაგანდით მოწამლული არ არის. თქვენ ყველანი გმირები გახდით. ყველა უკრაინელი. ყველა უკრაინელი, რომელიც წინ აღუდგა, რომელიც არ დანებდა და რომელიც გაიმარჯვებს, რომელიც მშვიდობას მოუტანს უკრაინას - ამაში დარწმუნებული ვარ.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები