ქართული ოცნება

წულუკიანი: დემოკრატიული ხელისუფლება ვართ, რასაც ჩვენი ამომრჩეველი ხშირად გვსაყვედურობს

დღეს მათ [ნაციონალურ მოძრაობას] აღარ აქვთ აღარავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა, რომ "მოდი, წავიდეთ კიევში. კარგი, წავიდეთ კიევში. აღარ მოვდივარ კიევში". "მოდი, არ შევიდეთ პარლამენტში, კარგი, არ შევიდეთ პარლამენტში, არა, უნდა შევიდეთ პარლამენტში".

უკვე კომენტარიც კი რთულდება და ნერვებისმომშლელი ხდება ალბათ, რომ მუდმივად გვიწევს მათზე საუბარი. თუმცა, ჩვენ ვართ დემოკრატიული ხელისუფლება, ამას ჩვენივე ამომრჩეველი ხშირად გვსაყვედურობს და სისუსტედ გვითვლის.

იძულებულები ვართ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ვისაუბროთ მათზე, გავაკრიტიკოთ და რაც მთავარია, დავუპირისპირდეთ იმისთვის, რომ ვერ შეძლონ ამ ქვეყანაში არეულობა და არ გააჩაღებინონ გარკვეულ ძალებს ის, რასაც ეძახიან მეორე ფრონტს. თუმცა, მე არ ვთვლი, რომ ეს სწორი სახელია. ჩვენ პირველი ფრონტი ვიყავით, დღეს უკრაინა არის სწორედ მეორე ფრონტი, ეს პირველი ფრონტი ჩვენ დიდი ხანია, სამწუხაროდ, რაც ვართ და დღესაც ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

კულტურის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი TV იმედზე.

კომენტარები