მარადონა

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა – მარადონას ექიმების წინააღმდეგ საქმე აღიძრა

BBC

არგენტინის პროკურატურამ ბრალი წაუყენა დიეგო მარადონას ექიმების ჯგუფს, რომელიც ფეხბურთელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მკურნალობდა. რვა მედიკოსის წინააღმდეგ საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით არის აღძრული.

"რვა მედიკოსმა, რომელიც დიეგო მარადონას ჯანმრთელობაზე იყო პასუხისმგებელი გამოავლინეს გულგრილობა, დატოვეს პაციენტი ყურადღების გარეშე. მათი მკურნალობის მეთოდებეი იყო უპრეცენდენტოდ, სრულიად არაადეკვატური". – წერია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექიმებს 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში, 2020 წლის 25 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფეხბურთელმა ტვინის მძიმე ოპერაცია ჩაიტარა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

კომენტარები