რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი: მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის გაუგებრობა დასრულდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა მზაობა, ეწვიოს უკრაინას საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. 

ძალიან მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, საკუთარი თვალით ნახონ, თუ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას! 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვძებნით შეხების წერტილებს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი მომავლის ერთად შენება. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს ის, რაც გვაერთიანებს, ვიდრე ის, რაც გვყოფს. 

წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან საუბრის შემდეგ. 

კომენტარები