Cavea

CAVEA სითი მოლში უკრაინელი ბავშვებისთვის ფანტასტიკური ცხოველების უფასო ჩვენება გაიმართება

Cavea

14 აპრილს, 19:30 საათზე, Cavea სითი მოლში, უკრაინელი ბავშვებისთვის, ფანტასტიკური ცხოველების მესამე ნაწილის უფასო ჩვენება გაიმართება. 

ამ დროისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 100-დე უკრაინელი ბავშვი მშობლებთან ერთად სეანსს დაესწრება, თუმცა, რაოდენობა შეზღუდული არ არის და ღონისძიების ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ ხმა მიაწვდინონ საქართველოში მყოფ უკრაინულ ოჯახებს. ღონისძიების პარტნიორია ასევე კავკასიის უნივერსიტეტი.

პრემიერის სტუმრებს ოლივანდერის მაღაზიის ჯადოსნური საჩუქრები ელით.

ფანტასტიკური ცხოველების მესამე ნაწილის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვითარდება. ჰარი პოტერის პერსონაჟებიდან მაყურებელი ახალგაზრდა ალბუს დამბლდორს, გელერტ გრინდევალდს, რუბეუს ჰაგრიდს და ტომ რიდლს იხილავს. 

სურათში მთავარ როლებს ედი რედმეინი, ჯუდ ლოუ, ეზრა მილერი და დენ ფოგლერი ასრულებენ. გრინდევალდს, რომელიც წინა ნაწილებში ჯონი დეპმა განასახიერა, მედს მიკელსენი ითამაშებს.

საქართველოს კინოთეატრებში ახალი ბლოკბასტერის ხილვა 14 აპრილს იქნება შესაძლებელი.

კომენტარები