რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ამ დრომდე 20 ჟურნალისტი დაიღუპა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოქვეყნებულ სიაში მხოლოდ იმ ჟურნალისტთა სახელებია, რომელთა დაღუპვაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა.

ამასთან, კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი ამ დრომდე კავშირზე არ გამოდის და მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.

კავშირის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც არიან.

კომენტარები