ჩინეთის კინოგაქირავება

ჩინეთში FANTASTIC BEASTS 3-დან გეი მომენტები ამოჭრეს

Vnatalie

ჩინურ გაქირავებაში ფანტასტიკური ცხოველების დაცენზურებული ვერსია გამოვიდა. ფილმიდან ამოჭრილია რამდენიმე ფრაზა (ჯამში 6 წამი), რომლებითაც ალბუს დამბლდორი გელერტ გრინდევალდთან რომანტიკულ ურთიერთობას უსვამს ხაზს.

ამოჭრილია ფრაზები "იმიტომ რომ მიყვარდი" და "იმ ზაფხულს, როდესაც მე და გელტერს შეგვიყვარდა ერთმანეთი". გმირების ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა ალუზიები ხელუხლებლად არის დატოვებული. Warner Bros.-ის თქმით სურათის შინაარსი ამ ჩარევით არ შეცვლილა.

ფანტასტიკური ცხოველების მესამე ნაწილი ჩინეთში 8 აპრილს გამოვიდა და 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

საქართველოს კინოთეატრებში ფანტასტიკური ცხოველები 14 აპრილს გამოვა.

კომენტარები