რუსთავი-თბილისი

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსები ივლიან

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნა. ინფორმაციას რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ავრცელებს.   

"ჩვენი ძლიერი გუნდი რუსთაველებისთვის. რუსთავიდან თბილისში მუნიციპალური ავტობუსები ივლიან.

დღეიდან ვიწყებთ მუშაობას სერვისის გაუმჯობესებაზე! სტუდენტებისთვის განსაკუთრებული შეღავათი 50 თეთრი. სტანდარტული - 1. 50 თეთრი". - წერს ლაცაბიძე. 

თბილისი-რუსთავის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა - მოქალაქეები 1.80 ლარის ნაცვლად  2.50-ს იხდიან. ლაცაბიძე წერს, რომ ტრანსპორტის ტარიფი კომპანია ინტერტრანსმა მერიასთან შეუთანხმებლად გაზარდა. 

"[მოვისმინეთ] რატომ მოხდა, რომ კომპანიამ ტარიფის გაზრდის შესახებ მოგვმართა მხოლოდ გუშინ და არა ერთი თვით ადრე, როგორც ეს სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა გაეკეთებინა. ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, მათ მიმართ აუცილებლად ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ჩვენ მაქსიმალურად ლოიალურები ვიყავით კომპანიის მიმართ, როცა მათი მომსახურების ხარისხი არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს, სწორედ იმ მოტივით, რომ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა მგზავრობის ფასი. ჩვენ შევისწავლით კომპანიის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს". - წერს ლაცაბიძე. 

კომენტარები