რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სლოვაკეთი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემას განიხილავს

სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი МиГ-29

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ჰეგერის თქმით, NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, განიხილება უკრაინისთვის სლოვაკეთის მფლობელობაში მყოფი ავიაგამანადგურებელი MiG-29-ების გადაცემა. ჰეგერმა ამის შესახებ POLITICO-სთან ისაუბრა.

ჰეგერის თქმით, უკრაინის მხრიდან, მისმა მთავრობამ მიიღო MiG-29-ებისა და Zuzana-ს ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების მიღების თხოვნა. 

2024 წელს სლოვაკეთი აშშ-სგან ავიაგამანადგურებელი F-16-ების მიღებას ელოდება.

წინა კვირაში სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაც გადასცა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები